BCC ჯგუფისა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თანამშრომლობა
06/07/2009

BCC ჯგუფსა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც BCC ჯგუფი ასოციაციის წევრებისათვის უნზრუნველყოფს უფასო იურიდიული კონსულტაციების განხორციელებას.

კონსულტაციების მიღება შესაძლებელი იქნება საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (აღნიშნული საფოსტო მისამართი უახლოეს მომავალში გამოქვეყნებული იქნება ასოციაციის მიერ) ან დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ კვირაში ერთხელ შეხვდნენ ჩვენი კომპანიის იურისტებს უშუალოდ ასოციაციის ოფისში.

ამ პროექტის თანხმად თურქ ინვესტორებს შესაძლებლობა ეძლევათ წინასწარ მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ, მათ შორის გადასახადების შესახებ, კომპანიათა რეგისტრაციის წესების შესახებ, ბინადრობის მოწმობების მიღების პროცედურების შესახებ და ა.შ. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის თანახმად, ქართველ და თურქ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალკვალიფიციური კონსულტაციები სრულიად უსასყიდლოდ.
უკან დაბრუნება
  geo eng tur  
BCC ჯგუფი

მისამართი: ტოვსტონოგოვის #13, თბილისი 0112, საქართველო
ტელეფონი/ფაქსი: (995 32) 95 54 54;
(995 32) 91 17 17

E mail: bcc@bcc.ge
ადგილმდებარეობის ნახვა
 
23/07/2009
ახალი მომსახურება - კომპანიების რეგისტრაცია ოფშორულ ზონებში
06/07/2009
BCC ჯგუფისა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თანამშრომლობა
28/10/2008
BCC ჯგუფმა დაიწყო უმსხვილესი თურქული ბანკის რეგისტრაციის პროცესი
Georgian Search Engine - interes!ge MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus